სამართლებრივი
მომხმარებლის შეთანხმება
ძალაში შესვლის თარიღი: 10 იანვარი, 2026
კომპანია: შპს მოვეო („მოვეო“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს მიერ“) ვრცელდება: ყველა მომხმარებელზე, რომელიც სარგებლობს მოვეოს სერვისებით, მათ შორის ფიზიკურ პირებზე, კომპანიებზე და მასპინძელ ობიექტებზე
- 1 | შესავალი
წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმება („შეთანხმება“) არეგულირებს თქვენს ურთიერთობას მოვეოსთან, რომელიც უკავშირდება ელ-დამტენი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ციფრული სერვისების (მობილური აპლიკაცია, ვებ-გვერდი და პლატფორმის ინსტრუმენტები) გამოყენებას. ანგარიშის შექმნით, დამუხტვის სესიის დაწყებით ან მომსახურების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების პირობებს.
თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ორგანიზაციის სახელით, ამით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დააკისროთ აღნიშნულ სუბიექტს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
- 2 | განმარტებები
• „მომხმარებელი“ / „თქვენ“ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს მოვეოს სერვისებით
• „დამუხტვის სესია“ – ელექტრომობილის დამტენის გამოყენება მოვეოს აპლიკაციის მეშვეობით
• „პარტნიორი“ – კომპანიები ან დაწესებულებები, რომლებსაც B2B შეთანხმების საფუძველზე აქვთ წვდომა დამუხტვის სერვისებზე
• „მასპინძელი ობიექტი“ – სუბიექტ(ებ)ი, ვის ტერიტორიაზეც განთავსებულია ელ-დამტენი სადგურ(ებ)ი, რომლებსაც მართავს ან ინტეგრირებულია მოვეო.
• „პლატფორმა“ – მოვეოს ვებ-გვერდი, აპლიკაცია და სხვა ციფრული სისტემები
- 3 | მომხმარებლის ანგარიში
მოვეოს სერვისებით სარგებლობისთვის საჭიროა შექმნათ მომხმარებლის ანგარიში და მიუთითოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია. თქვენ ეთანხმებით შემდეგს:
• დაიცვათ თქვენი ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობა
• აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ანგარიშზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე
• დაუყოვნებლივ აცნობოთ მოვეოს ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენების ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.
მოვეო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიშები არასათანადო გამოყენების ან დარღვევის შემთხვევაში.
- 4 | სერვისების გამოყენება
თქვენ ეთანხმებით, რომ:
• გამოიყენოთ სერვისები მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად
• დაიცავით ელ-დამტენ სადგურებში გამოქვეყნებული ყველა ინსტრუქცია
• გამოიყენეთ მხოლოდ ავტორიზებული გადახდის მეთოდები
• არ გამოიყენოთ ბოროტად, არ დააზიანოთ და არ დაბლოკოთ დამტენი ინფრასტრუქტურა
• დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტები თქვენი ელექტრომობილის მიერთების და გათიშვის დროს.
ავტოპარკის ან კორპორატიული მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც ბიზნეს ანგარიშზეა რეგისტრირებული.
- 5 | ტარიფები და ანგარიშსწორება
დამუხტვის ყველა სესიაზე ვრცელდება შესაბამისი ტარიფები, რომელიც მითითებულია სესიის დაწყებამდე.
თქვენ მოვეოს აძლევთ უფლებამოსილებას:
• ჩამოჭრას თანხა თქვენს მიერ არჩეული გადახდის მეთოდიდან.
• დაგაკისროთ უმოქმედობის ან არასანქცირებული პარკირების ჯარიმა, თუ თქვენს სატრანსპორტო საშუალებას დაშვებულ დროზე მეტ ხანს დატოვებთ.
• შეგიჩეროთ ანგარიში გადაუხდელობის ან ტრანზაქციის წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში.
ტარიფები მოცემულია აპლიკაციაში და შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობის, დამუხტვის სიჩქარის ან პარტნიორობის დონის მიხედვით.
- 6 | როუმინგ სერვისები
თუ მოვეოს ანგარიშით სარგებლობთ როუმინგ რეჟიმში (ანუ მესამე მხარის ქსელებზე წვდომით), თქვენ აცნობიერებთ, რომ:
• მოვეო მხოლოდ წვდომის პლატფორმაა და არა დამტენის მფლობელი
• ფასები, ხელმისაწვდომობა და სისტემის გამართული მუშაობა იმართება როუმინგ-პარტიორი კომპოანიის მიერ.
• დავები ან პრობლემური საკითხები შესაძლოა გადამისამართდეს როუმინგ-პარტიორთან გადასაჭრელად.
- 7 | მასპინძელი ობიექტები და პარტნიორები
თუ თქვენ ხართ მასპინძელი ობიექტი ან ლოკასიი პარტნიორი, ეს შეთანხმება დამატებით არეგულირებს თანამშრომლობას მოვეოსთან. თქვენ ვალდებული ხართ:
• უზრუნველყოთ მოვეოს მომხმარებლებისთვის ელ-დამტენ ინფრასტრუქტურაზე შეუფერხებელი წვდომა
• მომხმარებლებისთვის მანიშნებლების და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
• დაუშვათ მოვეოს ტექნიკური პერსონალი ობიექტზე მომსახურებისა და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად
• საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროთ მოვეოს საიტის მონაცემების (მაგ: მოხმარების სტატისტიკა, ელ-ენერგიის დარიცხვა და სხვა)
შემოსავლების განაწილება, აპარატურის საკუთრება და მხარდაჭერის ვალდებულებები რეგულირდება ლოკაციის იჯარის ან პარტნიორობის ხელშეკრულებით.
- 8 | მონაცემთა შეგროვება და გამოყენება
მოვეო მონაცემებს ამუშავებს და იყენებს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, მათ შორის:
• ანგარიშის და სატრანსპორტო საშუალების მონაცემები
• მდებარეობა (მხოლოდ თანხმობით)
• დამუხტვის სესიების ჩანაწერები
• გადახდისა და ანგარიშსწორების ინფორმაცია
მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ანონიმურად, აგრეგირდეს ანალიტიკის, დაგეგმვის ან ანგარიშგების მიზნით.
- 9 | შეჩერება და გაუქმება
მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის წვდომა, თუ:
• დაირღვა წინამდებარე შეთანხმების რომელიმე ნაწილი ან სხვა გამოყენების პირობები
• გამოვლინდა თაღლითობა ან არაკეთილსინდისიერი ქმედება.
• არ შესრულდება გადახდის ვალდებულებები
• თქვენ აზიანებთ, ბლოკავთ ან არამიზნობრივად იყენებთ ინფრასტრუქტურას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს საკუთარი ანგარიში წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ან აპლიკაციის მეშვეობით.
- 10 | პასუხისმგებლობა
მოვეო ცდილობს უზრუნველყოს საიმედო და შეუფერხებელი მომსახურება, თუმცა არ იძლევა გარანტიას:
• 24/7 ელ-დამტენი სადგურების ხელმისაწვდომობაზე
• ტექნიკური შეცდომების ან/და ელ-ენერგიის გათიშვისგან
• ყველა ლოკაციაზე დაუყოვნებელი მხარდაჭერისგან
• მესამე მხარის დამტენების შეფერხებაზე
• ტექნიკურ შეფერხებებსა და ხარვეზებზე
• როუმინგ ქსელის შეცდომებზე
კანონით დაშვებულ ფარგლებში მოვეო იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას შემდეგზე:
• არაპირდაპირი ან თანმდევი ზიანისგან
• შესაძლებლობის, შემოსავლის ან მონაცემების დაკარგვისგან
• მესამე მხარის ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით გამოწვეული ზიანისგან
- 11 | ცვლილებები
მოვეო იტოვებს უფლებას განაახლოს ან გადახედოს წინამდებარე შეთანხმებას. ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ შეტყობინება გავრცელდება აპლიკაციის, ვებ-გვერდის ან ელ-ფოსტის საშუალებით. შესაბამისად, სერვისების გამოყენების გაგრძელება ნიშნავს თქვენს მიერ ამ ცვლილებების დათანხმებას.
- 12 | კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმებიდან ან მასთან არის დაკავშირებული, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუ ეს სხვანაირად არ არის განსაზღვრული ცალკე შეთანხმებით.
- 13 | საკონტაქტო ინფორმაცია
შპს მოვეო
ელ. ფოსტა: info@moveo.ge
ტელეფონი: +995 32 2053929
ვებსაიტი: https://www.moveo.ge
- 14 | სრული შეთანხმება
წინამდებარე შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, გამოყენების პირობებთან და EULA-სთან ერთად, წარმოადგენს სრულ სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და მოვეოს შორის სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
