ჩვენ შესახებ

მოვეო არის ელ-დამტენი ქსელის ოპერატორი, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების თანამედროვე დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვქმნით ახალი თაობის ელ-დამტენი სადგურების ქსელს, სწრაფი და ულტრა-სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მისია: შევქმნათ უფრო სუფთა და მწვანე მომავალი - გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები და ამასთან გავხადოთ ელექტრომობილების დამუხტვა სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი.

ჩვენი ხედვა: ვაქციოთ ელექტრომობილების დამუხტვა საქართველოში ყველასთვის საიმედო და ხელმისაწვდომი. 

ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი ელ-დამტენი ქსელის ოპერატორი სწრაფი და ულტრა-სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებით, რომელიც დაფუძნებულია ჭკვიან ენერგეტიკულ მართვაზე, მოქნილ გადახდის სისტემებზე და სანდო მომხმარებელთა მხარდაჭერაზე.

ჩვენ ვაშენებთ ინტელექტუალურ და მზარდ ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომობილების სწრაფ პოპულარიზაციას. ჩვენი სტრატეგიული ფოკუსი მოიცავს ლოკაციაზე დაფუძნებულ და მორგებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებს, დამტენების ოპტიმალურ განთავსებას და მიზნობრივ განლაგებას, პროგრამული სისტემების სრულ ინტეგრაციას და თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ მობილურ აპლიკაციას (მუდმივად ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად).

ჩვენ ვქმნით მარტივ და კომფორტულ დამუხტვის გამოცდილებას, რათა ელექტრომობილების ფლობა საქართველოში რეალურ არჩევანად იქცეს.

ჩვენი პარტნიორები

მსოფლიო ლიდერებთან ერთად

Star Charge logo

Star Charge

გლობალური ლიდერი ელექტრომობილების დამტენების მწარმოებელი კომპანია

  • • 2,5 მლნ. გაყიდული დამტენი
  • • 700,000+ ელ-დამტენი სადგური
  • • 60+ ქვეყანა
  • • 60+ ქვეყანა
AMPECO logo

AMPECO

გლობალური ლიდერი ელექტრომობილების დამუხტვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი

  • • 200+ პარტნიორი ოპერატორი
  • • 300,000+ დამტენის მართვა
  • • 70+ ქვეყანა

დაგვიკავშირდით

კითხვები გაქვთ მოვეოს ელ-დამტენ სადგურებთან, პარტნიორობის შესაძლებლობებზე, ან დახმარებასთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.

კონტაქტი და მხარდაჭერა

T: +995 32 2053929

E: info@moveo.ge