დამუხტვა

რეგულარული, სწრაფი და ულტრა-სწრაფი დამუხტვით მოვეო ოპერირებს ელექტრომობილების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა ელექტრომობილების დამუხტვის პროცესი გახადოს ყველასთვის უფრო მარტივი, კომფორტული, საიმედო და ხელმისაწვდომი.

ჩვენი დამტენები

რეგულარული

60კვტ

დამუხტვის დრო ~90წთ

50-90 კვტ სიმძლავრის დამტენები ყველაზე ხშირად სასტუმროებში, სავაჭრო და კომერციულ ცენტრებში გამოიყენება, სადაც ვიზიტორები, როგორც წესი, ერთ საათს ან მეტს დროს ატარებენ. ეს დამტენები ქმნიან ოპტიმალურ ბალანსს სიჩქარესა და დროის შორის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოხერხებულად დამუხტონ თავიანთი ელეტრომობილი შოპინგის, ლანჩის ან სხვა მომსახურების გამოყენების დროს - ულტრასწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე.

სწრაფი

180კვტ

დამუხტვის დრო ~30წთ

100-180 კვტ სიმძლავრის დამტენები განკუთვნილია სწრაფი დამუხტვისთვის, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, მოკლე დროში მნიშვნელოვნად დამუხტონ ელექტრომობილი. ეს დამტენები იდეალურია ხანმოკლე გაჩერებებისთვის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დამუხტვის დროს, დაისვენონ, ისიამოვნონ სასმელით ან/და სნექით და რამდენიმე წუთში კვლავ განაგრძონ გზა. ეს დამტენები განსაკუთრებით შესაფერისია დატვირთული ურბანული ზონების, ქალაქების და ისეთი ლოკაციებისთვის, სადაც სისწრაფე და კომფორტი პრიორიტეტულია.

ულტრა-სწრაფი

240კვტ

დამუხტვის დრო ~20წთ

200+ კვტ სიმძლავრის დამტენები, ასევე ცნობილი როგორც ულტრა-სწრაფი დამტენები განკუთვნილია მაღალი სიჩქარით დამუხტვისთვის და იდეალურია შორ მანძილზე მოგზაურობისთვის. ისინი იდეალურია საავტომობილო მაგისტრალებისა და ტრანზიტული კორიდორებისთვის, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს სწრაფად დამუხტონ ელექტრომობილები რეგიონებს შორის ან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას. ეს ულტა-სწრაფი დამტენები მნიშვნელოვნად ამცირებს დამუხტვის დროს, რაც ხანგრძლივ მგზავრობას უფრო ეფექტურს, კომფორტულსა და სტრესისგან თავისუფალს ხდის.

კონექტორის ტიპები

CCS 1 connector

CCS 1

combo type 1

CCS 2 connector

CCS 2

combo type 2

✓
GB/T connector

GB/T

20234.2-2011

✓
CHAdeMO connector

CHAdeMO

TEPCO

NACS connector

NACS

Tesla Supercharger

დამუხტე მარტივი ნაბიჯებით

  1. მობილური აპლიკაცია icon
    ნაბიჯი 1

    მობილური აპლიკაცია

    ჩამოტვირთეთ აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან და დააინსტალირეთ თქვენს ტელეფონზე.

  2. ანგარიშის შექმნა icon
    ნაბიჯი 2

    ანგარიშის შექმნა

    დარეგისტრირდით და გაიარეთ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპები.

  3. გადახდის მეთოდი icon
    ნაბიჯი 3

    გადახდის მეთოდი

    დაამატეთ თქვენი VISA, MasterCard ან/და American Express ბარათებ(ებ)ი გადახდის მეთოდში.

  4. ბალანსის შევსება icon
    ნაბიჯი 4

    ბალანსის შევსება

    შესავსეთ ბალანსი გადახდის მეთოდის გამოყენებით.

  5. შეაერთეთ ელექტრომობილი icon
    ნაბიჯი 5

    შეაერთეთ ელექტრომობილი

    შეაერთეთ შესაბამისი კონექტორი A (CCS2) ან B (GB/T) ელექტრომობილში.

  6. QR კოდის სკანირება icon
    ნაბიჯი 6

    QR კოდის სკანირება

    დაასკანირეთ დამტენის მონიტორზე QR კოდი მოვეოს მობილური აპლიკაციით.

  7. დაიწყეთ დამუხტვა icon
    ნაბიჯი 7

    დაიწყეთ დამუხტვა

    დაკლიკეთ "დამუხტვის დაწყება" სესიის დასაწყებად.

დამუხტვის დროის კალკულატორი

გამოთვალეთ თქვენი ელექტრომობილის დამუხტვის სავარაუდო დრო.

დამტენის სიმძლავრე (კვტ)
მიმდინარე დამუხტვა (%)20%
სასურველი დამუხტვა (%)80%

სავარაუდო დრო

50წთ

75 კვტ/სთ · 60 კვტ · 20% → 80%

გათვლები ეფუძნება ~90%-ი ეფექტიანობის ვარაუდს. რეალური დრო შეიძლება განსხვავდებოდეს მანქანისა და ტემპერატურის მიხედვით.

დაგვიკავშირდით

კითხვები გაქვთ მოვეოს ელ-დამტენ სადგურებთან, პარტნიორობის შესაძლებლობებზე, ან დახმარებასთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.

კონტაქტი და მხარდაჭერა

T: +995 32 2053929

E: info@moveo.ge