სამართლებრივი
გამოყენების პირობები
ძალაში შესვლის თარიღი: 10 იანვარი, 2026
კომპანია: შპს მოვეო („მოვეო“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს მიერ“) ვებსაიტი: https://www.moveo.ge მობილური აპლიკაცია: Moveo – EV Charging (iOS და Android) წინამდებარე გამოყენების პირობები („პირობები“) არეგულირებს თქვენს წვდომას და გამოყენებას მოვეოს ვებს-გვერდზე, მობილურ აპლიკაციაზე, ელ-დამტენ ინფრასტრუქტურასა და ყველა მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე (ერთობლივად „სერვისები“). ჩვენი სერვისების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები.
- 1 | გამოყენების უფლება
ჩვენი სერვისებით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იყოთ, სულ მცირე, 16 წლის და უნდა გქონდეთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების უნარი.
- 2 | სერვისის აღწერა
მოვეო უზრუნველყოფს ელექტრომობილების დამუხტვის სერვისებს, მათ შორის:
• დამუხტვის სესიების მართვა და ინიცირება
• რეალურ დროში დამტენების ადგილმდებარეობის ჩვენება
• გადახდების და ანგარიშგების მართვა
• დამუხტვის მარშრუტის დაგეგმვა
სერვისების მოცულობა და ფუნქციონალი შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული ლოკაციისა ან/და დამტენი მოწყობილობის მიხედვით.
- 3 | მომხმარებლის რეგისტრაცია
ძირითად სერვისების გამოყენებისთვის აუცილებელია შექმნათ მომხმარებლის ანგარიში და მიუთითოთ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია. რეგისტრაციისას თქვენ პასუხისმგებელი ხართ:
• თქვენი ლოგინ-მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვაზე
• თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ყველა აქტივობაზე
• არ დაუშვათ მესამე პირის მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენება
• დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ნებისმიერი არასანქცირებული წვდომის ან დარღვევის შესახებ
მოვეო იტოვებს უფლებას, შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში წესების დარღვევისას.
- 4 | დამუხტვის სერვისები და ტარიფები
დამუხტვის სერვის(ებ)ის სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ყველა შესაბამისი საფასურის გადახდას, რომლებიც მითითებულია აპლიკაციაში ან ელ-დამტენ სადგურზე. ტარიფები შეიძლება განისაზღვროს:
• მოხმარებული ენერგიის (კილოვატსაათი – კვტ/სთ) მიხედვით
• დამუხტვის ხანგრძლივობის მიხედვით
• უქმად-დგომის საფასური (სესიის დასრულების შემდეგ ადგილის მოცდენა)
მოვეო იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფასები ან დააწესოს ახალი ტარიფები, რის შესახებაც წინასწარ გაცნობებთ აპლიკაციის ან ელფოსტის მეშვეობით.
- 5 | გადახდები
გადახდები მუშავდება უსაფრთხოდ მესამე მხარის (პროვაიდერი კომპნიის) მეშვეობით. გადახდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ უფლებას ანიჭებთ მოვეოს, ჩამოჭრას შესაბამისი გადასახადები თქვენს მიერ არჩეული გადახდის მეთოდის გამოყენებით.
აპლიკაციაში გამოყენებული ბარათ(ებ)ის მონაცემები მოვეოს სერვერებზე არ ინახება.
გადახდასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს მოვეოს 14 დღის განმავლობაში.
- 6 | თანხის დაბრუნების პოლიტიკა
მოვეო აქვს თანხის დაბრუნების მკაცრი აკრძალვის პოლიტიკა, გარდა ქვემოთ აღწერილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუხტვის სესია ვერ დასრულდა წარმატებით ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთის გამო:
• ტექნიკური შეუთავსებლობა ელექტრომობილსა და დამტენს შორის
• დამტენის მხრიდან სესიის დაწყების ან ელ-ენერგიის მიწოდების პრობლემა
• სისტემური ან კომუნიკაციის დადასტურებული შეცდომა, რომელმაც ხელი შეუშალა დამუხტვის სესიას
• არასწორი დარიცხვა, როდესაც ფაქტობრივი დამუხტვა არ გაწეულა
თანხის დაბრუნება არ განხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
• მომხმარებლის მიერ სესიის ნაადრევი შეწყვეტა
• მომხმარებლის შეცდომა (მაგ: შეუსაბამო ადაპტერი/გადამყვანი, მოწყობილობის არასწორი გამოყენება, სხვა)
• დროებითი შეზღუდვები, დაკავებულობა ან დამტენის მიუწვდომლობა
• თავსებადობის შეზღუდვები, რომლებიც წინასწარ არის ცნობილი ან მოსალოდნელი
ნაწილობრივი დამუხტვის სესიები მიიჩნევა წარმატებით გაწეულ მომსახურებად, ხოლო დარჩენილი თანხა უკან არ ბრუნდება.
ანგარიშის წაშლის შემთხვევაში, მომხმარებლის ბალანსზე დარჩენილი ნებისმიერი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (დამოწმებისა და ადმინისტრაციული საფასურის გათვალისწინებით). მომხმარებლები თავად არიან პასუხისმგებელნი ანგარიშის გაუქმებამდე არსებული ბალანსის გამოყენებაზე.
თანხის დაბრუნების შესახებ ყველა მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ტრანზაქციიდან 14 დღის განმავლობაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: support@moveo.ge. მოვეო იტოვებს უფლებას, თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად შეაფასოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ გადახდის თავდაპირველი მეთოდის გამოყენებით, გონივრულ ვადაში (ადმინისტრაციული საფასურის გათვალისწინებით).
- 7 | მომხმარებლის ვალდებულებები
მოვეოს სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით:
• გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი, პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის
• არ გამოიყენოთ დამტენი არასწორად, არ დააზიანოთ და არ განახორციელოთ მასში არასანქცირებული ჩარევა
• დამუხტვის ადგილებში დაიცვათ ადგილობრივი პარკირების წესები
• დაიცვათ უსაფრთხოების წესები დამუხტვისას
დარღვევ(ებ)ის შემთხვევაში მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს, გააუქმოს თქვენი წვდომა სერვის(ებ)ზე, ან გამოიყენოს სხვა სამართლებრივი ზომები.
- 8 | ინტელექტუალური საკუთრება
მოვეოს ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში არსებული მთელი კონტენტი - მათ შორის სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ტექსტები, პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი და გრაფიკა - მოვეოს საკუთრებაა ან მასზე მოვეოს გააჩნია ლიცენზია.
დაუშვებელია მათი (ან ნებისმიერი ნაწილის) კოპირება, მოდიფიცირება ან გავრცელება მოვეოს წერილობითი თანხმობის გარეშე.
- 9 | მესამე მხარის სერვისები
მოვეოს მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს ბმულებს ან ინტეგრაციას მესამე მხარის პროვაიდერებთან (მაგ: რუკები, როუმინგ-ქსელები). მოვეო არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე, ხელმისაწვდომობასა თუ მონაცემებთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე. თქვენ მათ საკუთარი რისკით იყენებთ.
- 10 | ხელმისაწვდომობა
მიუხედავად იმისა, რომ მოვეო ცდილობს 24/7 მომსახურება უზრუნველყოს, სერვისები შესაძლოა დროებით მიუწვდომელი იყოს ტექნიკური სამუშაოების, განახლების ან მესამე მხარისთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მოვეო არ არის პასუხისმგებელი:
• დამუხტვის შეფერხებაზე
• სადგურის გათიშვაზე
• ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტაზე
• როუმინგ-ქსელის ხარვეზებზე
- 11 | ანგარიშის გაუქმება
მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, თუ:
• ირღვევა ზემოთაღნიშნულ პირობებს
• თაღლითობას ან არასათანადო გამოყენებას მიმართავთ
• ვერ ასრულებთ ფინანსურ ვალდებულებებს
• ბოროტად იყენებთ ან აზიანებთ დამტენ ინფრასტრუქტურის
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ თქვენი ანგარიში აპლიკაციის მეშვეობით.
- 12 | პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კანონით დაშვებული ფარგლებში მოვეო არ არის პასუხისმგებელი:
• არაპირდაპირ, შემდგომ ან შედეგობრივ ზიანზე
• მონაცემების, შემოსავლის ან შესაძლებლობების დაკარგვაზე
• დამუხტვის შეფერხებაზე, პროგრამულ შეცდომებზე ან მესამე მხარის სერვისებზე
• დაზიანებაზე ან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი სერვისების გამოყენებით ან მათი გამოყენების შეუძლებლობით
მოვეოს ჯამური პასუხისმგებლობა არ აღემატება იმ თანხას, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა ბოლო 12 თვის განმავლობაში.
- 13 | ზიანის ანაზღაურება (ინდემნიფიკაცია)
თქვენ ეთანხემებით, რომ აუნაზღაუროთ ზიანი და დაიცვათ მოვეო, მასთან დაკავშირებულ პირები, შვილობილი კომპანიები, თანამშრომლები და მისი პარტნიორები ნებისმიერი პრეტენზიისგან, ზარალისგან ან ვალდებულებისგან, რომლებიც გამომდინარეობს:
• სერვისის არასათანადო გამოყენების გამო
• წინამდებარე პირობების დარღვევით
• ინფრასტრუქტურის არასათანადო გამოყენებით ან არაავტორიზებული წვდომით
• მესამე მხარის უფლებების დარღვევის შემთხვევით
- 14 | პირობების ცვლილება
მოვეომ შეიძლება ნებისმიერ დროს გადახედოს წინამდებარე პირობებს. განახლებული პირობები გამოქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე, ხოლო შეტყობინება გაიგზავნება ელ-ფოსტის ან აპლიკაციის საშუალებით. ცვლილებების შეტანის შემდეგ სერვისების გამოყენების გაგრძელება მათთან დათანხმებას ნიშნავს.
- 15 | მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში.
- 16 | საკონტაქტო ინფორმაცია
შპს მოვეო
ელ. ფოსტა: info@moveo.ge
ტელეფონი: +995 32 2053929
ვებსაიტი: https://www.moveo.ge
